logo
ENG



"საჭიროა სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება" - გაეროს მდივანი ბუჩაში ჩავიდა

28 აპრ 202212:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/vj9hwuhkamohr1j.jpg

გაეროს მდივანი, ანტონიო გუტიერეში რუსეთის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა და ბუჩას ესტუმრა.

გუტიერეშმა ნახა მასიური საფლავი ბუჩაში და განაცხადა, რომ საჭიროა სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

„აქ, ვგრძნობთ რამდენად მნიშვნელოვანია სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხი.

მე სრულად ვუჭერ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, ითანამშრომლოს ICC-თან. მაგრამ, როცა ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაზე საშინელი დანაშაული თავად ომია“, - განაცხადა გაეროს მდივანმა.

 

close დახურვა